"ჩვენი კანდიდატები იგებენ ზუგდიდს, მარნეულს, ხულოს, ჭიათურას, მთაწმინდაზე მეორე ტურის შესაძლებლობაა"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 22:14, 19 May, 2019     1051
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების კანდიდატები იგებენ ზუგდიდს, მარნეულს, ხულოს, ჭიათურას, მთაწმინდაზე კი მეორე ტურის შესაძლებლობაა:
"გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები. შემოსულია ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე , რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. ოლქების უმეტესობაში წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას , რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ.

რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგულიძესთან ,ეს არის არსებული მონაცემები.

რაც შეეხება ზესტაფონს, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს იმ რაოდენობის ოქმები, რომ გვქონდეს განზოგადების საშუალება, ასეთია შედეგები. რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება ,ეს არის შეგახსენებთ ოზურგეთი ,ტყიბული ,ჭიათურა , წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო , ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობაშიც ტარდება არჩევნები, ყველა ამ უბანში დამაჯერებლად იმარჯვებენ ქართლი ოცნების კანდიდატები.

მთლიანობაში ქართული ოცნების გამარჯვება შთამბეჭდავია, ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ მასშტაბი ამ არჩევნების იყო ძალიან დიდი ,12 % ამომრჩევლის იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ეს გვაძლევს საშუალებას ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.

ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.

შედეგი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას რომ 60 %-მდე შედეგს მიიღებს ქართული ოცნება მთლიანობაში.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისათვის. იყო ძალიან აქტიური არჩევნები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს საქართველოში.

საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ექსცესები, გარკვეული პროვოკაციები და მცდელობა, ხელოვნურად შეტანილიყო არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩვენ შევძელით ეს არჩევნები სათანადო გარემოში ჩაგვეტარებინა.

რაც მთავარია სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამის შედეგია ქართული ოცნების შთამბეჭდავი გამარჯვება ამ არჩევნებში. მოგვიანებით გაგაცნობთ დაზუსტებულ მონაცემებს."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42