"გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობას"- თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 21:24, 19 May, 2019     717
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ჩატარებულ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა, მისი თქმით საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა:

„როგორც იცით, ზუსტად 8 საათზე, ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.

მთელი გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტიულ აქტივს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად იშრომეს და ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდნენ.

ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო დამკვირვებლებს, ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში.

ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ ოლქში,სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებულნი განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები.

რეალურად, საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე ცალსახად გამოხატავს სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების მინიმალური რაოდენობა რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

აქვე მინდა ავღნიშნო, შედეგების შეჯამების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დამკვირვებლების საფარ ქვეშ მოქმედი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას, სავარაუდოდ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს.

ამიტომ, გთხოვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა არცერთი მოქალაქის, არცერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, მოიქცნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42