"დარწმუნებულები ვართ მოვახერხებთ ხმების დაცვას და ვიმედოვნებ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეეგუოს შედეგს"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 20:35, 19 May, 2019     692

გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერები ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე არიან გადანაწილებულები და ამომრჩევლის ხმების დაცვას ადგილზე აპირებენ. „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ის იმედოვნებს რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეეგუოს იმ შედეგს, როგორიც იქნება ამომრჩევლის არჩევანი და პოლიტიკური ნება. ბაჩუკი ქადავას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად ოპოზიციამ შეძლო როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდობიანად ჩატარება, ასევე არჩევნების პროცესშიც მოახერხა რომ ხელისუფლების პროვოკაციებს არ აყოლოდა. ქარდავას თქმით, დადგა მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ხმების დაცვას გულისხმობს და ოპოზიცა პირდება ამომრჩეველს, რომ მათ ხმებს აუცილებლად დაიცავს. ქარდავას განცხადებით ზუგდიდელების არჩევანი არის ივანიშვილის წინააღმდეგ და ოპოზიციის სასარგებლოდ:

„სამ ნაწილად თუ გავყოფთ მთელ ამ პროცესს: წინასაარჩევნო კამპანია, ხმის მიცემის პროცესი და უკვე ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანია მთელმა საქართველომ იხილა, რომ მიმდინარეობდა ძალადობრივი პროცესების პარალელურ რეჟიმში, ფაქტობრივად სუს-ის მიერ დაორგანიზებული ზონდერჯგუფები ცდილობდნენ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას ჩვენი მერობის კანდიდატისთვის, თუმცა ჩვენ შევპირდით ამომრჩეველს, რომ დავიცავდით მათ ხმას და ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობდით, პირველი ეს იყო რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა მშვიდობიანი ვითარება და ეს მეტნაკლებად მოვახერხეთ, თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებულ ძალადობრივ ქმედებებს. არჩევნების დღეც ისევე როგორც საარჩევნო კამპანიაც იყო საკმაოდ დაძაბული, დაპატიმრებები ახლდა თან, ეს ვერ ვიტყოდი რომ ნოუ-ჰაუა, მაგრამ არის პიკი სადამდეც მივიდა ივანიშვილის ხელისუფლება, რომ არჩევნების დღეს აკავებენ დამკვირვებლებს ოპოზიციური პარტიებიდან, სამოქალაქო სექტორიდან, დააკავეს და ხელი შეუშალეს თავის საქმიანობაში ჟურნალისტს, ვგულისხმობ კაპანაძის დაკავებას. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ხალხის განწყობა, რომელიც ნამდვილად არ იყო მათ მხარეს, რაღაცნაირად შეეცვალა, იქნებოდა ეს დაშინება, მოსყიდვა და ა.შ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენი დანაპირების შესრულებას ამომრჩევლისადმი და ახლა უკვე დასკვნით ფაზაში ვახორციელებთ ხმების დაცვის პროცესს. მიმდინარეობს დათვლის პროცესი და გაეთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი და იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ გაერთიანებულ ოპოზიციას და მის მერობის კანდიდატს რულოვსს განაწილებულები არიან უბნებზე. მობილიზებულები არიან ჩვენი აქტივისტები, როგორც უბნის შიგნით ასევე უბნის გარეთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მოვახერხებთ ხმების დაცვას და ვიმედოვნებ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეეგუოს იმ შედეგს, როგორიც იქნება ამომრჩევლის არჩევანი და პოლიტიკური ნება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები გამარჯვებაში და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს და ზუგდიდმა მიიღოს ის მერი, რომელსაც მხარი დაუჭირა ამ არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ რომ ზუგდიდელების არჩევანი არის ივანიშვილის წინააღმდეგ და ოპოზიციის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ხალხი ითხოვს ცვლილებებს.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42