გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი ზურაბ მელიქიშვილი საარჩევნო გარემოს აფასებს.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამჯერადაც არ უღალატა თავის გეგმებს და ყველა მეთოდი გამოიყენა არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის.
"ბუნებრივია ქართულმა ოცნებამ არც ამჯერად უღალატა თავის გეგმას და გამოიყენა ყველა ის მეთოდი რომელიც არსებობს დაწყებული ბიულეტინის ჩაგდებით, უბნიდან ბიულეტინის გამოტანით, ასევე ე. წ. კარუსელების ჩატარებით, შუქების ჩაქრობით, უბნებიდან წარმომადგენლების გამოძევებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მიიღწიონ სასურველ შედეგს, თუმცა ყველამ დაინახა რომ ქართულ ოცნებას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, ნუ შეეცდებიან გაყალბების გაგრძელებას, განსაკუთრებით ოლქში, სადაც აყალბებენ. მარნეულის მოსახლეობას აღარ უნდა ქართული ოცნება და არ შეეგუება იმ დაწერილ ციფრებს, რასაც ისინი აპირებენ“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






