"პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ზუგდიდში, ისინი ვერცერთი ხმის გაყალბებას ვერ შეძლებენ"- გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 19:28, 19 May, 2019     834
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს არჩევნების დასრულებამდე დარჩენილ დროში საარჩევნო უბნებზე მისვლისა და არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. ვაშაძის თქმიტ, გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან კარგი პოზიციები აქვს და სავარაუდოა, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდში გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს:


„ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს, მაღალი ალბათობით ჩვენ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ზუგდიდში, ასევე ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს ზესტაფონში, მარნეულში და სხვა რაიონებში. ერთი საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავიზაროთ და მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ თითოეული თქვემგანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დღის მანძილზე რომ ყველა ზეწოლის მექანიზმი, სამართალდამცავი ორგანოები, ასობით მანქანა, რომელიც ჩამოიყვანეს, ფაქტობრივად გადავკეტეთ მათი მუშაობის პროცესი და მაქსიმალურად შევქმენით გარემო, როცა თითოეულ ადამიანს აქვს ნების გამოხატვის შესაძლებლობა. რაც არ უნდა გითხრან რომ ვიღაცა გიღებთ და გაკონტროლებთ, ვერავინ ვერ გააკონტროლებს თქვენს ხმას, რომელიც მიდის საარჩევნო ურნაში. ჩვენი მონაცემებით ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს და ალბათ დღეს დასრულდება არჩევნები ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს, თქვენ გმირები ხართ, რასაც თქვენ გაუძელით, მაგრამ ერთი დიდი გმირობა გაქვთ კიდევ ჩასადენი, იმისთვსი, რომ ყველა ხმა დავიცვათ საარჩევნო უბნებზე, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენი ინფორმაციით ქართული ოცნება შეეცდება ძალიან ბევრ რამეს ხმის დათვლის პროცესში, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით, მაგრად ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისინი ვერცერთი ხმის გაყალბებას ვერ შეძლებენ. მთავარია არ მოვდუნდეთ, გამარჯვებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი და ძალიან გთხოვთ რომ ყველა ვიყოთ მობილიზებულები.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, მან მადლობა გადაუხადა ყველა აქტივისტს, დამკვირვებელსა და ჟურნალისტებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებისგან იცავდნენ.

ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში და დამკვირვებლებს მოუწოდა რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ბიულეტენების დათვლის დროს, რათა ყველა ხმა იქნეს დაცული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42