„ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია"- ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი
პოლიტიკა - 19:00, 19 May, 2019     704

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა.

„მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ. გეგა შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა კიდევ 2 საათი და ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ ასეთი აქტიურობა.

სწორედ ეს არ დაუტოვებს შანსს ჩვენს ოპონენტებს, მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას არ დაუშვებენ ზუგდიდელები. არეულობა და დესტბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება.

დარწმუნებულები ვართ, ნამდვილი დამკვირვებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ შეაფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გამაოგნებელ, პროვოკაციულ, დესტრუქციულ განცხადებებს და ქმედებებს. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ცალსახად გაემიჯნნონ არეულობის მოწყობის მცდელობას და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული შინაარსის მატარებელ ყოველგვარ გეგმას.

ნუ დაუპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს. ყველა დავიცვათ საარჩევნო პროცესს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას წყნარ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. დღეს, ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის. გეგა შენგელია მიდის გამარჯვებისკენ.

უბნებზე გადაადგილებისას, ალბათ დაინახავთ, რომ კონკრეტული ადამიანები გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან ამოფარებულნი. ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სამწუხარო ფაქტია ასევე ისიც, რომ მათ არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა კარგად. დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ხმების სწრაფ დათვლას.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42