"კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე საარჩევნო პროცესი კანონიერების ჩარჩოებში, მშვიდობიანად მიმდინარეობს"- ბექა ოდიშარია
პოლიტიკა - 19:00, 19 May, 2019     639

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ბექა ოდიშარია მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით არჩევნები კანონიერების ჩარჩოებში, მშვიდობიანად მიმდიანრეობს:

"სამწუხაროა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ექსცესებს, გარკვეული პროვოკაციების მცდელობას. თუმცა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში, მშვიდობიანად. ადამიანებს აქვთ უფლება და საშუალებაც, რომ გააკეთონ ღირსეული არჩევანი.

ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაისმა არაერთი შეფასება. როგორც ჩანს, ბოლო საათებში მწვავდება საარჩევნო პროცესი და საუბარი იყო, მათ შორის, ღირსებაზეც. მეც ვისარგებლებ ამ შემთხვევით, ამ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ მართლაც ღირსეული ადამიანი წარმოვუდგინეთ ჩვენ მთაწმინდელებს. მართლაც, ბევრია ღირსეული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ, რომ შესაფერი მთაწმინდისთვის და მთაწმინდელებისთვის არის ლადო კახაძე, რომელიც არის განსახიერება ერთგულების, კეთილშობილების, შრომის, შრომისუნარიანობის და ადამიანი, რომელიც მუდმივად, მთელი ცხოვრების გზაზე იყო ხალხის სამსახურში.

დარჩენილია ორ საათზე ცოტა მეტი. მინდა გთხოვოთ განსაკუთრებული აქტიურობისკენ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არჩევანის საშუალება კვლავ ძალაშია და ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, რომ აუცილებლად დაისჯება და აუცილებლად აგებს სრული სიმკაცრით პასუხს კანონის წინაშე, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ არჩევანი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირეთ ლადო კახაძეს"-განაცხადა ბექა ოდიშარიამ მთაწმინდის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე.“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42