"ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, კიდევ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ" - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 18:51, 19 May, 2019     466

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"ამ წუთის მდგომარეობით ვხედავთ, რომ საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ დამკვირვებელს ,არასმთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებიც მიუხედავად ბევრ უბანზე დაგეგმილი პროვოკაციისა , რაც ნათლად ჩანს ,კარგად ართმევენ თავს მოვალეობას და დროულად აღკვეთეს ყველა პროვოკაციული მოქმედებას, რაც ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან იყო ინსპირირებული .

ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, კიდევ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. უფრო მაღლი აქტიურობის შემთხვევაში არის დიდი შანსი, ყველა ოლქში ,რომ არჩევნები პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატების გამარჯვებით დასრულდეს.

კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების დიდი გამოცდილება და დღევანდელი დღეც ამას დაადასტურებს.

ჩვენმა ოპონენტებმ ყველაფერი სცადეს, დაწყებული ე.წ. ჯილდოების დაწესებიდან, რომელიც დაბრალებისთვის იყო პრაქტიკულად, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და აღიქვა, ისე გაგრძელებული სხვადასხვა სპეკულაციებით, სხვადასხვა დაბრალებებით და ასევე გაგრძელებული სიების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმურად გავრცელება ინფორმაციის, კიდევ უფრო სწორად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენს კოორდინატორებს, ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველა მონაცემი, გარდა პირადი მონაცემისა.

მათ ყველა მონაცემი ჰქონდათ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და პირადი მონაცემები იმ სიებში, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ, ნამდვილად არ იყო, ეს ნახა თითოეულმა ჟურნალისტმა მათ შორის მათ, რომელიც აშუქებს მოვლენებს საარჩევნო უბნებიდან.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო დღე დამთავრდეს რეალურად ისე, რომ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იყოს და არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას.

კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ამომრჩევლებს, მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს და პირველივე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება დღეს, 20:00 საათის შემდეგ" - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42