ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი თინა ბოკუჩავა ეხმაურება, რომელიც ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან იმყოფება.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ხელი შეუშალოს და ნაცვლად იმისა სხვისი ძალადობისგან დაიცვას ისინი თავად ძალადობენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში მედიის წარმომადგენლებს ხელს უშლიან.
"კადრებში ძლიან კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი ახორცილებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, წრე შემოარტყეს და მოიტაცეს ადამიანი და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრესისთვის საქმიანობის ხელშეშლა ხდება, ჩვენ ვნახეთ ტვ პირველის ჟურნალსიტი ფაქტობრივად ცემეს, ვნახე მეცხრე უბანზე ადამიანი, რომელიც ცდილობდა რომ გადაეღო მოსყიდვის მცდელობა "ქართული ოცნების" კოორდინატორების მხრიდან და ისიც ცემეს, დაკავებულია ამ საქმეზე და ახლა უკვე ნაცვლად იმისა, რომ სხვები ძალადობდნენ "ქართული ოცნების" სახით, თავად პოლიცია ჩაერთო ძალადობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ სხვა ეს არაფერი არ იყო, ეს ადამიანი ახორციელებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას გასაგებია რომ მათ სურთ ამ ტელევიზიის გაჩუმება და არ იმუშაონ მათ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ რომ ამ ადამიანს გამოვიყვანთ და გააგრძელებენ დღის ბოლომდე აქტიურ მუშაობას იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა მედიასაშუალებამ გააშუქოს დღევადნელი დღე რათა მაქსიმალურად, შეძლონ ზუგდიდმა დაცულ გარემოში ღირსეული მერის არჩევა" -აღნიშნა თინა ბოკუჩავამ
მასალის გამოყენების პირობები






