„ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა" - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 15:52, 19 May, 2019     724

შინაგან საქმეთა სამინისტროში, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა. ნათია მეზვრიშვილმა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ - ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა იმიტომ, რომ ხედავთ, მათ შორის ზუგდიდში, რომ ადგილი აქვს დაპირისპირებებს, ადგილი აქვს ზოგიერთ შემთხვევაში პროვოკაციებს, სიტუაციის ესკალაციას. ამიტომ, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ადგილზე დაძაბულობის და დაპირისპირებების პრევენცია, სამართალდარღვევების პრევენცია და შესაძლო დანაშაულის აღკვეთა, თუ ასეთს ადგილი ექნება. ამისთვის არის ახლა რეალურად პოლიცია მოწოდებული და ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც პოლიციის გადაადგილებასთან დაკავშირებით იყო, მე ვფიქრობ, რომ თუ აქამდე კიდევ ვინმეს ეს კითხვები ჰქონდა, ეს კითხვები სრულად მოიხსნა, იმიტომ, რომ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციის ის ძალები, რომელიც ადგილზე არიან, რეალურად საჭირო იყო. რაც შეეხება ამ ფორმალურ მხარეს, რაც დაკავშირებულია გამოძიების დაწყებასთან, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან. ჩვენ როგორც კი ამ პირველადი საჭიროებას მოვაგვარებთ, დაპირისპირებას გავამზადებთ, ბუნებრივია ამ ფორმალურ მხარეს მივხედავთ, მათ შორის ამ ფაქტის შესწავლაც განხორციელდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა, მათ შორის ამ ტიპის ქმედებებსაც. პოლიცია მოწოდებულია, რომ ამ ტიპის ქმედებებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42