ნინია ცისკარიშვილი, რომლის ფარული ჩანაწერიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ხელში ჩაუვარდათ, ჟურნალისტებს შეხვდა და განმარტებები გააკეთა. ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მისი სახელი მმართველმა პარტიამ სიტუაციის დრამატიზების მიზნით გამოიყენა, მოახდინა აუდიოფაილის კომპილაცია და პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა.
„ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ არის სრული აბსურდი, რომ რამდენიმე დღეა, ვიმყოფები ზუგდიდში, რამდენიმე დღე რაც ვაკვირდები საუბნო საარჩევნო უბნებს, რამოდენიმე ადგილზე აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა, სადაც იყო ერთ-ერთი სამაგიდო სიების გადაცემა წინასაარჩევნოდ თვითონ უბნებზე და იყო უპატრონოდ. არც თავმჯდომარე ზოგან, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც მდივანი არსად არ ყოფილა. უპატრონოდ ეყარა იქ ბეჭდები. აქედან გამომდინარე ყელში ვყავარ ეტყობა გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას. იმიტომ რომ ისინი აპირებენ ალბათ სავარაუდოდ ამ არჩევნების გაყალბებას და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ,“ - განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, არანაირი თათბირზე არ ყოფილა, როგორც ამას მმართველი პარტია ამტკიცებს. ასევე, სიცრუეა განცხადება, თითქოს ის სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.
„მხარდამჭერი ვარ, წევრი ვარ. არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არ ვყოფილვარ არანაირ თათბირზე,“- განაცხადა ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






