"სპეცოპერაცია ჩაატარეს სოფლის დასანახად და დასაშინებლად, ვითომ შვარცენეგერი იყო და ვერ გააკავებდნენი"- ზესტაფონში დამკვირვებელი დააკავეს
პოლიტიკა - 14:00, 19 May, 2019     940
ზესტაფონში სოფელ პირველი სვირის 26-ე უბანზე "თავისუფალი საქართველოს“ დამკვირვებელი დააკავეს. მომხდარს მერობის კანდიდატი, გოგი წულაია მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს, რადგან მისი თქმით, პარტიის წევრი სპარტაკ კაპანაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი „მკვდარი სულის“ გამო უკმაყოფილება დააფიქსირა.
როგორც 26-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე იზა ღიბრაძე აცხადებს, მან სპარტაკ კაპანაძეს გოგი წულაიას მხარდამჭერი მაისურის გამო მისცა შენიშვნა და კანონდარღვევაზე მიუთითა. ღიბრაძის თქმით, შენიშვნას ხმაური მოყვა და კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.

„მაისური ეცვა ჩემი წარწერით და ვაღიარებ, რომ არღვევდა კანონს, მაგრამ იმ ფონზე, რასაც თავად ჩადიან, ეს საბავშვო თამაშია. კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა „მკვდარი სულები“ სიაში, მიუთითა თავმჯდომარეს, აქ დაიწყო კონფლიქტი, გამოიძახეს პატრული, ვითომ შვარცენეგერი იყო და ვერ გააკავებდნენ. სპეცოპერაცია ჩაატარეს სოფლის დასანახად და დასაშინებლად. კანონის დარღვევა ხდება ამ წუთას, როდესაც ზესტაფონში ტარდება არჩევნები და მოსამართლეები მობილიზებული უნდა იყვნენ, რომ სწრაფად გადაწყდეს საკითხი, მეუბნებიან, რომ ერთ საათში ჩანიშნავენ პროცესს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

სპარტაკ კაპანაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ის პოლიციაში სამართლდამცავებისთვის დაუმორჩილებლობის გამოა გადაყვანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42