„ქართული ოცნების“ მთავრი იდეოლოგი მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე გამოჩნდა, თუმცა ჟურნალისტებს არ განუმარტა, თუ რას აკეთებს მთაწმინდის უბანზე მაშინ, როცა ოფიციალურად, ~ვერაზე, არაყიშვილის ქუჩაზეა რეგისტრირებული და ხმაც სხვა ადგილას უნდა მიეცა.
ამასთან, ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა იმ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატი, გია დანელია მეორე მოქალაქეს მითითებებს აძლევს, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში სასურველი შედეგი, ხალხის დაშინებით, მოსყიდვით.
„ეს დავალება გაცემული ცენტრალური ოფისიდან არ ყოფილა. ეს ჩანაწერი არის ორი წლის, გაკეთებულია 2017 წელს და შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაცემული. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საუბარი მიდიოდა, "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ მეთოდებზე - მეგის ქარდავაზე, დათა ახალაიაზე, კასტილიან კაცზე, გაუპატიურებაზე, მე ვიცი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






