შავი ჯიპები საარჩევნო უბნებთან - „ოცნება“ ამომრჩეველს ფულს ურიგებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 12:58, 19 May, 2019     1435

ქალაქ ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მეცხრე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა გაასაჯაროვა.

ზალიკო უდუმაშვილი ყვება, რომ ზუგდიდში პირი, რომელიც საარჩევნო უბნიდან ხმის მიცესმის შემდეგ გამოდის, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდგარ ავტომობილში ჯდება და მას გარკვეულ თანხას აძლევენ.

„ეს შავი მანქანა, დილის 06:00 საათიდან იდგა უბანთან. თქვენ ხედავთ მანქანაში მუდმივად ჯდებიან ადამიანები და გადმოდიან. უბნიდან გამოსული ადამიანი, როდესაც დააფიქსირებს, რომ მივიდა და მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმა, შემდეგ ჯდება მანქანაში, მას აძლევენ ფულს და გადმოდის. ფულის დარიგების კადრებიც არსებობს უშუალოდ,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან სამ მეტრში სამართალდამცველებიც იმყოფებიან, თუმცა მომხდარ ფაქტებზე რეაგირება არ აქვთ.

„ზუსტად სამ მეტრში 10 პოლიციელი დგას, რომლებიც დგანან უბრალოდ და უყურებენ ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ხმაური ატეხეს, როგორც მე ვიცი, ჩვენმა წარმომადგენლებმა დარეკეს კიდეც 112-ში რომ დახმარებოდნენ, მაგრამ არაფერი. საოლქო ადმინისტრაციას საერთოდ ნოლი რეაგირება ამ ყველაფერზე, ასე მიმდინარეობს ქალაქში და სოფლებში ფულის დარიგება,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კიდევ ერთი დარღვევის შესახებ საუბრობს, რომელიც ამჯერად სოფელ რუხის 100-ე უბანზე დაფიქსირდა. ვიდეო მასალაში, რომელიც ზალიკო უდუმაშვილმა წარმოადგინა, ჩანს, როგორ არიგებენ ფულს. ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ზუგდიდში პროცესები საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი სცენარით ვითარდება, თუმცა ოპოზიცია საკმაოდ მობილიზებულია.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე 6 თვის წინ იყო. ზუგდიდში სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ ჩვენ ძალიან დიდი მობილიზაცია ჩვენი მხარდამჭერების და აქტივისტების და დამკვირვებლების, რომ სწორედ ასეთი ფაქტები აღკვეთოთ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42