„აქტიურობა დაახლოებით ისეთივეა როგორც 2018 წელში, რაც შეეხება არჩევნებს, ეს სიტყვა არჩევნები იმასთან მიმართებაში რაც ხდება ზუგდიდში, გაზვიადებლია, იმიტომ რომ უკვე დაფიქსირებულია მოსყიდვის შემთხვევები რუხში, ზუგდიდის მე-9 უბანზე, კოკში ხელჩართული ბრძოლა იყო მას შემდეგ რაც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა და გამოიყვანეს იქიდან, თითქოს რაიმე დააშავა. ერთი რაღაცა არ მესმის, რატომ გონია ამ ხელისუფლებას, რომ ერთი და იგივე ვითარებაში, ერთი და იგივე მოქმედება სხვა შედეგს მისცემს. ტელევიზიას აქვს დაფიქსირებული ყველა ეს ფაქტი, ხომ კიდევ ერთხელ დაინგრევა ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაცია, ხელისუფლებას ისედაც ნულზე დაყვანილი ლეგიტიმაციის ნატამალი დაეკარგება, რაში ჭირდებათ ეს მართლა არ მესმის, ხომ ესმით, რომ მთავრდება მათი დრო ხელისუფლებაში და ისე გააკეთე დალოცვილო, რომ ნორმალურად გადახვიდე ოპოზიციაში, მითუმეტეს იციან, რომ კაციშვილი გაერთიანეულ ოპოზიციაში შურისძიებას, ანგარიშსწორებას და საზოგადოების გახლეჩვას არ აპირებს.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ პარალელი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებთანაც გაავლო, სადაც თავად იყო კანდიდატი და ზუგდიდში პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა, მეორე ტურში კი ხელისუფლების კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა:
„ჩვენ „წავაგეთ“ 400 ბიულეტინი და 1900 გაგვიუქმეს, მასობრივ მოსყიდვას ქონდა ადგილი და ისეთი ხალხი ჩამოიყვანეს ზუგდიდში 25 წელი დედის და მამის საფლავზე რომ არ ყოფილა. ეს სპეცოპერაცია ზუსტად ასევე ტარდება. შეადარეთ ჩვენი საუბარი პროგრამაზე და „ქართული ოცნების“ ლეღვის ფოთლების შრიალი იმაზე, რომ 9 წელიწადი... გაერთიანებულ ოპოზიციას პრინციპულად არ ახსენებენ და ამბობენ რომ ნაციონალურ მოძრაობა ძალადობას ამზადებს, ხო გახსოვთ შარშან, ერთი-ერთში მეორდება ყველაფერი იმიტომ რომ ეს ტრიუკები დამხეცებული აქვთ და გონიათ, რომ საქართველოს მოქალაქე ამ სატყუარას მუდმივად გადაყლაპავს. აუცილებლად ამოეწურება საქართველოს მოქალაქეს მოთმინება და ასჯერ მაქვს ნათქვამი, ხალხო, ჩვენს სახელმწიფოს არ სჭირდება რევოლუცია და დაპირისპირება და ჩვენი დასაცავი გახდებით მერე.“- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ნორმალური და სამართლიანი არჩვენების შემთხვევაში დამარცხებული კანდიდატი გამარჯვებულს ულოცავს და წარმატებას უსურვებს, თუმცა ზუგდიდის არჩევნები ამ პატიოსანი არჩევნების კრიტერიუმს არ შეესაბამება, რადგან იქ არა არჩევნები, არამედ სპეცოპერაცია ტარდება. ვაშაძის განცხადებით გერთიანებული ოპოზიცია ამომრჩევლის ხმის დასაცავად სრულად მობილიზებულია და ამ პირობებში თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას მაინც გაბედავს, ოპოზიცია იმოქმედებს პროტესტის იმ ფორმებით, რისი უფლებაც კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით აქვს:
„პატიოსანი არჩევნების პირობებში თუ გამოცხადდება უნდა მიულოცო, ხელი ჩამოართვა და წარმატება უსურვო, მაგრამ ის რაც 12 საათამდე ხდებოდა, ამას არჩევნებს ვერ დაუძახებ, სპეცოპერაცია ტარდება. 214 დამოუკიდებელი კომისიის წევრი გვყავს, 200-ზე მეტი ლაიკამერა მუშაობს საარჩევნო უბნებზე, 300-ზე მეტი სტაციონარული კამერა და დრონი და 5000-ზე მეტი წარომადგენელი გვყავს, პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანნიზაციები, აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სრულიად გამანადგურებელი იყოს, ეუთოს დასკვნა ამ ე.წ არჩევნებზე. პროტესტის ფორმები კი კონსტიტუციაში და ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია ჩაწერილი.“- გაანცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






