დაძაბულობა ზუგდიდში გრძელდება - მე-9 საარჩევნო უბანთან ერთი პირი დააკავეს.
მოქალაქემ, რომელმაც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გადაიღო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მე დავაფიქსირე ფულის გადაცემის ფაქტები, რასაც შეხლა-შემოხლა მოყვა. ვიდეოს გადაღებას ვაგრძელებდი და ამის გამო შეურაცხყოფა მომაყენეს" - აღნიშნა დაზარალებულმა.
ამ წუთებში გამოკითხვის მიზნით, დაზარალებულის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა მიმდინდარეობს.
ადგილზე იმყოფებიან გაეთრთიანებული ოპოზიციის წევრები და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.
"მე როდესაც მოვედი, დაპირისპირება ხდებოდა ჟურნლისტსა და ერთ-ერთ პირს შორის, რომელიც მას საშულებას არ აძლევდა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების. მისი თქმით, მას აქვს კონკრეტული ფაქტები, რომელიც ფულის გადაცემას ასახავს და ეს უბანი არ არის ერთადერთი უბანი, სადაც დარღვევები არის და ყველა ვიდეომასალას გავასაჯარობთ, სადაც ჩანს ფულის გადაცემა. ორი ადამიანია დაკავებული, ეს არის ძალადობა და ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა, ძალიან მძიმე დანაშაული ისევე, როგორც მოსყუდვა. ეს სიები გამოიყენება, მოისყიდონ ამომრჩეველი და სამაგიდო სიებიც ამისთვის სჭირდებოდათ" - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






