"სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა" - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 10:24, 19 May, 2019     639

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა.

„დღეს მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. ყველა სამართალდარღვევა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.

ამ ეტაპზე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროცესი, საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დროულად იქნეს აღკვეთილი.„ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42