ზუგდიდის #82-ე უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით საჩივარი დაიწერა, განაცხადა ადგილობრივი ორგანიზაცია ქართული ორდერის დამკვირვებლის ბესიკ ექსეულიძის თქმით, დარღვევა იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასატანი ყუთი გაბათილდეს.
„დარღვევის არსი წარმოადგენდა იმას, რომ გადასატან ყუთში და ძირითად საარჩევნო ყუთში ამ დროს ამ მონაცემებით არ არის იდენტური საკონტროლო ფურცელი, აბნუ როგორც ვიცით არის სამი საკონტროლო ფურცელი, ერთი გადასატან ყუთში, მეორე ძირითად ყუთში და მესამეს იტოვებს თავმჯდომარე და ისინი უნდა იყოს იდენტური, როდესაც გაიხსნება ყუთები და საკონტროლო ფურცლებს შეადარებენ არ იქნება იდენტური, რაც წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადასატანი ყუთი უნდა იყოს ბათილი.
უბანი დაგვიანებით არ გახსნილა, როდესაც პირველი ამომრჩეველი მოვიდა საკონტროლო ფურცელი ივსებოდა და ეს პროცესი შეყოვნდა და თავმჯდომარემ და კომისიამ ვერ უზრუნველყო რომ სწრაფად განეხორციელებინა ეს პროცესი“- განაცხადა ადგილობრივი ორგანიზაცია ქართული ორდერის დამკვირვებელმა ბესიკ ექსეულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






