"ვურჩევდით არჩილ თალაკვაძეს თავად გაარკვიოს რომელი უწყება ატყუებს მასაც და ამომრჩეველსაც" - გაერთიანებული ოპოზიციის პასუხი "ქართულ ოცნებას"
პოლიტიკა - 21:29, 18 May, 2019     653
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, ამომრჩეველთა ერთიანი სიებით მანიპულაციის შესაძლო ფაქტებზე, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში სიცრუეს უწოდებენ.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თალაკვაძემ, დოკუმენტურად და ოფიციალური სტატისტიკით დადასტურებული ციფრების გახმოვანების ნაცვლად იცრუა, რათა დაემალა ან გაენეიტრალებინა ზუგდიდის ამომრჩეველთა სიებში არაზუგდიდელი პირების გადმოწერის რეალური ფაქტები.

"2019 წლის 18 მაისს არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა მორიგი სუცრუე, რაც შეეხებოდა ამომრჩეველთა ერთიანი სიებით მანიპულაციის შესაძლო ფაქტებს და დოკუმენტურად და ოფიციალური სტატისტიკით დადასტურებული ციფრების გახმოვანების ნაცვლად იცრუა, რათა დაემალა ან გაენეიტრალებინა ზუგდიდის ამომრჩეველთა სიებში არაზუგდიდელი პირების გადმოწერის რეალური ფაქტები მან აღნიშნა, რომ „არის რიცხვები და ოფიციალური მონაცემები, პირველი მარტიდან მაისის ჩათვლით სულ 102 სარეგისტრაციო ოპერაცია არის სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული, რაც წინა პერიოდებს რომ შეადაროთ არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელი. შესაბამისად 102 ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე მანიპულაციად და პროცესებში ხელოვნურ ჩარევად.” რეალურად იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული სიებით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ რომ 2018 წლის ნოემბრიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდგომი პერიოდიდან 2019 წლის 3 მაისამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაემატა 2805 ამომრჩეველი, აქედან სრულწლოვანი ასაკი შეუსრულდა 2019 წლისათვის 663 ამომრჩეველს, ხოლო დანარჩენი 2142 ამომრჩეველი არის დამატებული. ვურჩევდით არჩილ თალაკვაძეს თავად გაარკვიოს რომელი უწყება ატყუებს მასაც და ამომრჩეველსაც _ იუსტიციის სამინისტრო, სუსი თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო თავად ნუ ავრცელებს სიცრუეს ამომრჩევლის განწყობაზე და ნებაზე ზემოქმედების მიზნით. შესაბამისად ეს 2142 ამომრჩეველი არის სწორედ იმ სქემის ნაწილი, რითაც ქართული ოცნება ცდილობს ზუგდიდელებს მოპაროს არჩევანი. ჩვენთვის ცნობილია ამ ამორჩეველთა სახელობითი სია უბნების მიხედვით, შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას მსგავსი მანიპულაციების გამოყენებით გააყალბოს არჩევანი, უგულებელყოს ამომრჩევლის ნება და მიითვისოს ზუგდიდელების ხმები" - ნათქვამია გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42