„მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ, რაც ყველაზე მთავარია საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები , რომლებიც გააკონტროლებენ საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს, რადგან საარჩევნო უბნის ტერიტორიის გარეთ ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლებზე ზეწოლა. ამიტომ თითოეული ასეთი საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით გავაკონტროლებთ მიმდებარე პერიმეტრს."- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით „ქართული ოცნების“ შტაბი სერიოზულ დავალებებს გასცემს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ავალებენ როგორც მასწავლებლებს, ასევე საჯარო მოხელეებს, რომ ბიულეტენების შემოხაზვის დროს კაბინიდან გამოსვლისას მოახდინონ კომისიის წევრებისთვის ბიულეტენის ჩვენება, რაც ბუნებრივია, არის კანონდარღვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, რომ დღეს ზუგდიდში არის ყველაზე ცხელი ეპიცენტრი არჩევნების, საქართველოს ბედი წყდება აქ, ამიტომ თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა აქ არჩევნების ნორმალურად და კანონიერად ჩატარებაზე." განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, იგეგმება კომისიის წევრების გაძევება უბნებიდან და საარჩევნო პროცესიდან მათი ჩამოშორება.
„მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საოლქო საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ პირობები, რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული გაძევების აქტი, რადგან არ მოხდეს ამ ფორმის გამოყენება სწორედ პოლიტიკური ნიშნით და არ მოხდეს სწორედ ჩვენი კომისიის წევრების და წარმომადგენლების გაძევება. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ თამარ ჟვანიას, რომ დღეს ზუგდიდში არის ყველაზე ცხელი ეპიცენტრი არჩევნების, დღეს პრაქტიკულად საქართველოს ბედი წყდება ზუგდიდში, ამიტომ უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა აქ არჩევნების ნორმალურად და კანონის შესაბამისად ჩატარებაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






