შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე ბაადურ რაფავამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 17 მაისს, 10:56 საათზე გადაკვეთა.
უწყებაში ცნობით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასზე სამართალდამცველები რაიმე სახის ზეწოლას ახორციელებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, „კურიერის“ ინფორმაციით, რაფავა სახლიდან ძალოვანებმა წაიყვანეს და აიძულებდნენ ერთ-ერთი სატელევიზიო არხის კამერის წინ ეთქვა, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ასეთი ჩანაწერი ღამით გაკეთდა, ამის შემდეგ კი რაფავას კვალი იკარგება.
საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასაჯაროებულ ფარულ ვიდეომასალას, სადაც ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 პროცენტზე მეტი და ამ მიზნის მისაღწევად, „ოცნების“ ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.
მასალის გამოყენების პირობები






