ზუგდიდში განვითარებულ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით "ოცნების" შტაბში შემაჯამებელი ბრიფინგი ჩატარდა
პოლიტიკა - 17:49, 18 May, 2019     709

ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბში შემაჯამებელი განცხადება გაკეთდა. საარჩევნო პროცესი ირაკლი ჩიქოვანმა შეაჯამა:

„მოგესალმებით, საზოგადოებამ იცის, რომ ხვალ, ზუგდიდში, მერის არჩევნები იმართება, აქედან გამომდინარე, გვსურს შევაჯამოთ საარჩევნო პროცესი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში წარიმართა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ, მშვიდი, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოვა. ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ორიენტირებული მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე, გავეცანით ზუგდიდელების წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემების გადაჭრის გზებსა და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი სიტუაციის ესკალაციის, დაპირისპირების, ურთიერთშეურაცხყოფის რეჟიმში გადატანის მცდელობას, გიორგი შენგელიას წითელი ხაზები არასდროს გადაუკვეთია და არ გასცდენია პოლიტიკური, თუ ადამიანური ეთიკის ჩარჩოებს, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს.

ამ ფონზე, პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერასთან ერთად, ამომრჩეველთა განწყობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გიორგი შენგელიას პიროვნულმა ფაქტორმაც, რომელსაც მოსახლეობა უკავშირებს მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს, მისი ოპონენტისგან განსხვავებით. დღეისათვის, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დიდი უპირატესობა აქვს. შესაბამისად, არჩევნებზე, მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატი პირველსავე ტურში შეძლებს გამარჯვებას.

ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიური სურათია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც.

ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, მათი ერთადერთი მიზანი ამ ეტაპისთვის არის არჩევნების ჩაშლა. ამას ცდილობენ ვითარების ხელოვნურად დაძაბვით და ტემპერატურის მაქსიმალურად აწევით. სწორედ ამიტომ, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ქმედება დესტრუქციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მათი ქმედებები განსაკუთრებით გამძაფრდა. სრულიად აბსურდული მიზეზებით, ისინი თავს ესხმოდნენ, აქციებს უწყობდნენ საოლქო კომისიას და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების ჩაშლისა და არეულობის მოწყობის მიზნით, მათ ცნობილ ზონდერ-ლიდერებს სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზუგდიდში, ასობით ზონდერ-აქტივისტი ჩაჰყავთ.

მოგეხსენებათ, მათ ღიადაც განაცხადეს, რომ ზუგდიდში 5000 აქტივისტის მობილიზებას აპირებენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა საფარქვეშ, დამკვირვებლის სტატუსით, საარჩევნო უბნებზე 3000 აგრესიული პირის ჩანერგვას გეგმავენ, რომელთა რეალური დავალება არა საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, არამედ მისი ჩაშლაა.

სამეგრელოში მცხოვრებ ადამიანებს, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს კარგად ახსოვს, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი არეულობაზე, საზოგადოების გახლეჩვის მუდმივი მცდელობაზე და საკუთარ ხალხზე ძალადობაზე გადიოდა. დღეისთვის კი, როდესაც სხვა რესურსზე ხელი აღარ მიუწვდებათ, არეულობის და დაპირისპირების შესაქმნელად ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და პროვოკაციების მოწყობას ეყრდნობიან.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას თუ სხვა ორგანიზაციებს, რომ განსაუთრებული ყურადღება მიაქციონ ინფორმაციის გადამოწმებას და უაღრესი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ საკითხს უახლოესი დღეების მანძილზე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ქართული ოცნების პრესცენტრი იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში ორგანიზებულად, რომ ყველა ცრუ ინფორმაციის შესახებ დროულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება.

გარანტიას გაძლევთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებისა და არეულობის მოწყობის რა მცდელობაც არ უდა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და არავის მისცემს დესტრუქციის საშუალებას.

არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში. თითოეულ სამართალდარღვევას, ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებას, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება!

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს, რადგანაც ოპონენტები, ყველაფრის ფასად, მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრად აქციონ.

აქვე, მოგმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს - სიები, რომელსაც ცესკო ყველა პარტიას ურიგებს, პირად ინფორმაციას არ შეიცავს და მისი გამოყენება სრულიად კანონიერია! არავის დაუჯეროთ, ვინც ეცდება რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მშვიდად განაგრძეთ საქმიანობა.

დასასრულ, მსურს თითოეულ ამომრჩეველს მაქსიმალური სიმშვიდისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდო. „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერებს კი მაქსიმალური აქტიურობისკენ მოგიწოდებთ, რადგან მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველსავე ტურში გავიმარჯვოთ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ვერსად, ვერც ზუგდიდში და ვერც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდებიან.“- განაცხადა ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42