სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ ასეთი ჩანაწერი ღამით გაკეთდა, ამის შემდეგ კი რაფავა დაიკარგა.
საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასაჯაროებულ ფარულ ვიდეომასალას, სადაც ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ჰყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 პროცენტზე მეტი და ამ ამ მიზნის მისაღწევად, "ოცნების" ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.
მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან".
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.
წყარო: კურიერი
მასალის გამოყენების პირობები






