"ოცნება დაკავებულია პროვოკაციული განცხადებებით და ყალბი კვლევებით"- ბოკუჩავა თალაკვაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 15:23, 18 May, 2019     843
არჩილ თალაკვაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევებით ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს და ამის გამო ოპოზიცია აქტივისტების მობილიზებას და პროვოკაციებს გეგმავს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა თინა ბოკუჩავამ უპასუხა. ბოკუჩავას თქმით, ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალია და ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით შედეგების გასაყალბებლად ნიადაგს ამზადებს, თუმცა როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ამის საშუალებას ხელისუფლებას არ მისცემენ:


„უმჯობესი იქნებოდა არჩილ თალაკვაძე და ქართული ოცნება დაინტერესებულიყო იმით, რატომ ვხედავთ ყველა არჩევნებზე ე.წ ძველი ბიჭების, მოკრიმინალო ელემენტების და სუს-ის წარმომადგენლების მობილიზაციას საარჩევნო უბნებზე. ეს ხდება იმისთვის, რომ მათ დააშინონ ხალხი და ჩვენ ამ არჩევნებზე მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. ზუგდიდში გარდაუვალია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება და ხელისუფლებას აქვს იმის მცდელობა, რომ გააყალბოს შედეგი, ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ. ოცნება დაკავებულია პროვოკაციული განცხადებებით და ყალბი კვლევებით, რომლის შესახებაც თვითონ ოცნების კანდიდატისთვისაც არ არის ცნობილი. ჩვენ მობილიზაციას ვახდენთ ზუგდიდში მხოლოდ იმისთვის, რომ მათ არ მივცეთ არჩევნების გაყალბების საშუალება. არ მოვაპარინებთ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს, ძველი ბიჭების, კრიმინალების და მოძალადეების ხელით.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42