"ზუგდიდი ირჩევს სანდრა რულოვსს, ხელისუფლება ამას ძალიან კარგად ხვდება და გარკვეულ აფიორებსა და მახინაციებს ახდენენ" - ბაჩუკი ქარდავა თალაკვაძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:15, 18 May, 2019     812
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აფიორასა და მახინაციებს უწოდებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევებით ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს და ამის გამო ოპოზიცია აქტივისტების მობილიზებას და პროვოკაციებს გეგმავს. ბაჩუკი ქარდავას თქმით, "ქართული ოცნება" თავის აქტივისტებს ატყუებს და კვლევის რეალურ შედეგებს არ უმხელს:


„ჩვენი მთავარი კვლევაა ჩვენი კომუნიკაცია ხალხთან. პირადად მე ვაწარმოებდი კარდაკარს და კარგად ვიცი ზუგდიდელი ამომრჩევლის განწყობა. ზუგდიდში ხელისუფლების მხარდაჭერა არის ნულის ტოლი, რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვს მის მიმართ ნდობა, სიყვარულში გადაზრდილი დამოკიდებულებაა. ზუგდიდი ირჩევს სანდრა რულოვსს, ხელისუფლება ამას ძალიან კარგად ხვდება და გარკვეულ აფიორებსა და მახინაციებს ახდენენ და აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ქართული ოცნებს ჩატარებულ კვლევებსაც ვიცნობთ და ქართულ ოცნებაში ჩვენდა საბედნიეროდ და მათდა სამწუხაროდ ნამდვილად არაა კარგი მდგომარეობა იმ მხრივ რომ ერთმანეთს ენდობოდნენ, ვიღებთ ინფორმაციას მათი შტაბიდან და ვიცით რა ვითარებაა კვლევებთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ აქტივისტებს საშუალო დონეზეც კი არ გაუმხილონ კვლევის შედეგებიმ, ჩვენ ვიცით, რომ მათი კვლევებითაც კი იგებს სანდრა რულოვსი. ამდენად ძალადობის და პროვოკაციების მცდელობა, რომელსაც ამ თვის განმავლობაში ვხედავდით იქნება ხვალაც, მაგრამ ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგიაა მშვიდა დავამარცხოთ ქართული ოცნება.“- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ოპოზიცია ზუგდიდელების არჩევანს ყველა კანონიერი გზით დაიცავს.

„ხმების დასაცავად გამოყენებული იქნება ყველა რესურსი, რომელიც კანონით მონიჭებული აქვს პოლიტიკურ პარტიას, ყველაზე მთავარი რესურსი ჩვენი არის მოსახლეობის მხარდაჭერა, ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ საშუალება აწარმოონ კარუსელი, არ მივცეთ საშუალება ფალსიფიცირებული პირადობის მოწმობებით შევიდნენ უბანზე სუს-ის მიერ დაორგანნიზებული ჯგუფები. ამას ძალიან მარტივად მოვახერხებთ 5000 მდე დამკვირვებელია მობილიზებული, ჩვენ ვპირდებით ამომრჩველს, რომ ჩვენ მათ ხმებს აუცილებლად დავიცავთ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42