„მათაც იციან , რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი უპირატესობას ფლობს და ემზადებიან არეულობისთვის“- თალაკვაძე ოპოზიციას ბრალდებებს უყენებს
პოლიტიკა - 14:30, 18 May, 2019     998
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პროვოკაციების დაგეგმავში ადანაშაულებს, მისი თქმით ოპოზიციამ იცის, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი უპირატესობას ფლობს და სწორედ ამიტომ არეულობისთვის ემზადება და მობილიზებული ჰყავთ ადამიანები სხვადასხვა ორგანიზაციების საფარქვეშ, რომლებიც მისი თქმიათ, სწორედ ზუგდიდის არჩევნებისთვის შეიქმნა.


„ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებსაც აქვთ იგივე მონაცემები. მათაც იციან უკვე რამდენიმე დღეა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ფლობს ამ უპირატესობას. სწორედ ამით აიხსნება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათი კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებითა და მცდელობებით, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია მოხდეს ზუგდიდის არაერთ უბანზე. ისინი ემზადებიან ასეთი არეულობისთვის. ორგანიზაციების საფარქვეშ, რომელთა ნაწილი ახლად დარეგისტრირებულია. თუ ნახავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იქ არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაციები ან მედია ორგანიზაციები, მაგალითად, ასეთები არიან ჩამონათვალში: ორგანიზაცია „აპრიორი“, „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“, მედიაპლატფორმა და მედიაკომპანია „სის როპი “ და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით, სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვის არის შემქნილი. ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებული ადამიანების უმეტესობას ხვალ არჩევნებში ექნება ზონდერისა და პროვოკაციების მოწყობის ფუნქცია.“- განაცხადა თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42