წყაროს ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძმებ გეგეჭკორებს მისცა დავალება, რომ იყვნენ ორი სოფლის "მაყურებლები", წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახებზე დევნა გამოცხადდება.
„სუს-ისგან აქვთ ასეთი დავალება მიღებული, რომ „ქართული ოცნებისთვის“ იმუშაონ, ხმები აგროვონ. დადის, მუშაობს ეს ადამიანი. ასევე იმასაც ამბობენ, რომ თუ ამას არ გააკეთებს, მოუწევს ქვეყნის დატოვება, დევნას დაიწყებენ. ვისთანაც გაუვა, აკეთებინებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ შემოახაზინოს არჩევნებზე. მაინც ცნობილი ოჯახიდან არის და მენტალიტეტიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად გავლენა აქვს. შედარებით ღამის პერიოდში მიდიან და ხალხს ელაპარაკებიან,“ - განცხადა „კურიერთან“ კონფიდენციალურმა წყარომ.
გეგეჭკორის ოჯახის წევრები ამომრჩეველზე ზეწოლასთან როინ გეგეჭკორის კავშირს არ ადასტურებენ. როინ გეგეჭკორის თქმით, მისი ქმარს რუსეთში აქვს ბიზნესი და ახლა საქართველოში მკურნალობის მიზნით იმყოფება, მაზლი-როლანდ გეგეჭკორი კი დიდი ხანია აღარ უნახავს.
მასალის გამოყენების პირობები






