„ქართული ოცნება რომ სრულ მობილიზაციას გამოაცხადებდა ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტი იყო, არა მარტო სამართალდამცველებზეა საუბარი, ყველა სიპების და აიპების თანამშრონმლებმა რატომღაც ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ შევებულებაზე დაეწერათ განცხადებები და ყველას შვებულება გაეტარებინა ზუგდიდში, ასე რომ ეს ხალხი ჩამოყავთ ახლა აქ თითქოს რაღაცა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მაგრამ რეალურად ზუგდიდელებს დიდი ხანია გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და არჩევანი გაკეთებული აქვთ, უბრალოდ ხვალ საჭიროა რომ ეს არჩევანი ოფიციალურად დააფიქსირონ საარჩევნო უბანზე, ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოგვყავს უამრავი დამკვირვებელი, საერთო ჯამში იქნება 5 ათასი დამკვირვებელი, ყველა უბანზე იქნება წარმოდგენილი ჩვენი დამკვირვებელი სწორედ იმისთვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






