“ახლა გავიგე რომ ჩაინიშნა სასამართლო, 2 დღეში უკვე საქმე გამოიძიეს, მაშინ როდესაც 4 წლის წინ ჩემზე თავდასხმა დღესაც გამოუძიებელია, რაც შეეხება ძალადობის მუხლით ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრას, ეს არის უსამართლობა და უკანონობა, მაშინ როდესაც ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სტუმრების წინააღმდეგ განხორციელდა თავდასხმა და გადაცემის ჩაშლა მოხდა ფაქტობრივად. ასეთ პირობებში ჩემს წინააღდმეგ საქმის წარმოება არის უკიდურესი უსამართლობა, ის თავდამსხმელებიც და მეც იგივე მუხლით უნდა გაგვასამართლონ? ჩალითაა ეს ქვეყანა დაფარული როგორც ჩანს და სრული უკანონობაა.“- განაცხადა ლევან თორიამ, მისი თქმით, მას და გადაცემის ჩაწერაში მონაწილე სხვა პირებს ორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავსნ და მას მოუწია საკუთარი თავის და სტუმრების დაცვა.
„თუ თავის დაცვა არის ძალადობა და აგრესია, მაშინ რაზეა საუბარი?“- განაცხადა თორიამ.
თორიას ადვოკატის მირანდა გოგოხიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავს იცავდა თავდამსხმელების აგრესიისგან. გოგოხიას თქმით, მას იმედი აქვს რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
14 მაისს, დადიანების ეზოში პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.
მასალის გამოყენების პირობები






