ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს მისამართების შეცვლა აიძულა - არჩევნების გაყალბების სქემა ზუგდიდში (ვიდეო)
პოლიტიკა - 22:30, 18 May, 2019     1341
როგორ ხდება ზუგდიდში არჩევნების გაყალბებისთვის მზადება- მოქალაქეებმა წინასაარჩევნოდ მისამართები შეიცვალეს. ახლა მათი საცხოვრებელი ადგილი - ზუგდიდია და ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.

მისამართების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მოქალაქე ერთდროულად ზუგდიდში ერთსა და იმავე მისამართზე გადაეწერა. მაგალითად, ლაზის ქუჩის 41 ნომერში 3 მაისს 6 ადამიანი ჩაწერეს. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ლაზის 41 ნომერში სახლს სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ქირაობს, რომელსაც კამერის გამოჩენა არ ესიამოვნა.

ცოტა ხანში გუბერნატორი სახლის შესასვლელთან დაბრუნდა და განაცხადა, რომ ლაზის ქუჩის 41 ნომერში მდებარე სახლი რამდენიმე თვის წინ იქირავა. დაადასტურა ისიც, რომ კიდევ 6 ადამიანი ამავე მისამართზე ნამდვილად მიწერილია. ამტკიცებს, რომ სახლი დიდია და ყველა ეტევა.

სახლი, სადაც გუბერნატორი ქირით ცხოვრობს და არჩევნების წინ მოქალაქეები დაარეგისტრირეს, ზუგდიდი დასუფთავების სამსახურის მთავარ ბუღალტერს მაგული მესხიას ეკუთვნის. სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ 6-ვე გადმოწერილი პირი მისი ნათესავია და ოფიციალური მისამართი პრესტიჟის გამო შეიცვალეს.

სამეგრელოს გუბერნატორის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში გადმოწერილი მოქალაქეები აქამდე წალენჯიხის ამომრჩევლად ითვლებოდნენ. ამიტომ „კურიერმა“ მისამართშეცვლილი ადამიანების გადამოწმება წალენჯიხაშიც სცადა. მათი თქმით, ისინი წალენჯიხაში ცხოვრობენ, მისამართი არ შეუცვლიათ და არ იციან, რატომ არიან მათი ოჯახის წევრები ჩაწერილები ზუგდიდში ლაზის 41-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

წალენჯიხის გარდა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ზუგდიდში სხვადასხვა მისამართზე ამომრჩევლები სვანეთიდან, ხობიდან, მარნეულიდან და თბილისიდანაც გადაწერეს. მისამართების გადაამოწმებისას ბინები დაკეტილი იყო. ვაზისუბნის დასახლებაში თამარ ზარქუას ნათესავმა დაადასტურა, რომ ზარქუა საჯარო მოხელეა და ზუგდიდში ნამდვილად გადაეწერა.

მისამართშეცვლილი ადამიანების შესახებ მასალები შეაგროვა გაერთიანებულმა ოპოზიციამაც. ოპოზიციის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, მმართველმა გუნდმა ათობით ადამიანი გალიდან ზუგდიდში სხვადასხვა მისამართზე გადაწერა.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა ხვალ 120 837 ადგილობრივს შეუძლია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42