ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 10:50, 18 May, 2019     719
"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმუშავებთ. საუბარია, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა და ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ინვესტორზე, აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მიყვანა ყველა ოჯახამდე და ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს დავახვედროთ კონკრეტული პროექტები. "ჩვენთან დაინიშნა სპეციალური მოადგილე, რომელიც კოორდინაციას გაუწვეს საინვესტიციო პოლიტიკას "ერთი ფანჯრის პრინციპით" სხვა უწყებებში, ის თავიდან ბოლომდე გაყვება ინვესტორებს პროექტის დაწყებიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა აქცენტი, მისახლეობისთვის ყველა საყოფაცხოვრებო სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა მივიდეს ყველა ოჯახში და მან საქართველოს ყველა დასახლება, ქალაქი თუ სოფელი მოიცვას. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა გაზიფიკაციის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება. მისი თქმით, დღეს გაზიფიცირებულია ქვეყნის ტერიტორიის 80 პროცენტი. "მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მისი გაზრდა, რათა გაზი ყველა დასახლებას მივაწოდოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მესამე პრიორიტეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართული წარმოებისა და ბიზნეს დაცვა დაასახელა. "დღეს მათ სჭირდებათ სამართლიანი თამაშის წესების შექმნა. ამ კუთხით მე გამოვყოფდი ანტიდემპინგურ კანონს, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და მალე წარვადგენთ განსახილველად. ჩვენი ლიბერალური ბაზრის პირობებში, თუკი ამა თუ იმ ინდუსტრიას დასჭირდება დაცვა უხარისხო ანალოგიებისგან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტისგან, ამ კანონიოთ შესაძლებელი იქნება დაცვის მექანიზმის ამოქმედება. ბევრი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა მიმართავს ასეთ ცივილიზებულ მეთოდს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო ბაზრებზე ექსპორტიორი კომპანიების დაცვის მექანიზმებზეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42