"ქართული ოცნების" საჩუქრით მოწამლული ბავშვები - ოთხივე არასრულწლოვანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია
პოლიტიკა - 21:43, 17 May, 2019     878
"ქართული ოცნების" საჩუქრით მოქამლული ბავშვები - სოფელ რუხში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამართული „აფხაზეთობიდან“ მოზარდები ინტოქსიკაციის სიმპტომებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოჩდნენ.

როგორც გაირკვა შეხვედრაზე, რომლეშიც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი მონაწილებდა, ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც 4 არასრულწლოვანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მას შემდეგ რაც მოზარდების ჰოსპიტალიზაციის შესახებ გახდა ცნობილი, კლინიკაში აფხაზეთის მთავარობის წარმომადგენელი მივიდა, თუმცა რეზო ქობალიამ საავადმყოფო "კურიერის" კამერის გამოჩენის შემდეგ, სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

თუმცა, სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ბავშვები მოინახულა და მოუწოდა ოპონენტებს, თემით სპეკულაციას თავი აარიდონ.

„მე უბრალოდ დამირეკეს, ცუდად არიანო. ვინახულე ბავშვები, არაფერი გართულება, არაფერი სერიოზული პრობლემა, სამს ახლავე გაუშვებენ, ერთი შეიძლება დატოვონ. ნურავინ ნუ დაიწერს ამისთვის პოლიტიკურ ქულას, ბავშვები პატარები არიან და ბევრი შეჭამეს და ეგ იყო,“ - განაცხადა რეზო ქობალიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, სულხან ორჟონია ამბობს, რომ ბავშვები მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს საავადმყოფოში.

„112-ის სამსახურის მიერ კლინიკაში შემოყვანილი იქნა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი გოგონა და სამი ბიჭი. შემოყვანილ იქნა მსუბუქი კვებითი ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსით, გულის რევის შეგრძნებით, ღებინებით, 4-ვე მათგანი მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ოთხივე მათგანის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი, უგრძელდებათ შესაბამისი მკურნალობა,“ - განაცხად სულხან ორჟონიამ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე აფხაზეთობაზე დარიგებულმა ნაყინმა ბავშვები მოწამლა.

„მთავრობამ დააანონსა, რომ დღეს იქ აფხაზეთობას აღნიშნავდნენ. პატარა ბავშვები სკოლებიდან და ყველა აფხაზეთიდან მოსახლეობა იყო იქ შეკრებილი. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ბავშვებმა მიირთვეს ნაყინი და მოხდა ინტოქსიკაცია ბავშვების. ბავშვებს დაურიგა თვითონ აფხაზეთის წარმომადგენლობამ, გაიღო ხარჯები,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აფხაზეთობაზე კი, რომლის ორგანიზატორიც აფხაზეთის მთავრობაა, ზუგდიდის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი შენგელია ესწრებოდა. აღნშნულ ღონისძიებაზე მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატი იყო მიწვეული.

წყარო: კურიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42