ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ობიექტის ადმინისტრაციამ პასპორტები და პირადობის მოწმობები გამოართვა.
ადმინისტრაციის განმარტებით, მუშებს დოკუმენტები დაზღვევის გაფორმებისთვის არის საჭირო თუმცა, თავად დასაქმებულები არ გამორიცხავენ, რომ "ქართული ოცნება" მათ მონაცემებს არჩევნების გასაყალბებლად იყენებდეს.
„მეგობარმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ მის მეუღლეს მოსთხოვეს პირადობის მოწმობა წინასაარჩევნოდ, ვითომდა, დაზღვევას უკეთებენო. კორპუსები, თითქმის, დასრულებულია, 6 თვეა, ხალხი მუშაობს და მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ უკეთებენ დაზღვევას. როგორც ვიცი, პურადობის მოწმობები დღეს უნდა მიეტანათ და ორშაბათს დაუბრუნებენ, სავარაუდოდ. მეუღლე ჰყავს ჩემს მეგობარს ამ ობიექტზე დასაქმებული და ეშინია, თვითონ რომ გააკეთოს ამაზე განცხადება, რადგან ეშინია, რომ მის მეუღლეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მუშის მეუღლემ.
მასალის გამოყენების პირობები






