ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ, სკანდალურ ჩანაწერში ფიგურირებს აცხადებს, რომ ვიდეო ფავრიკაციაა და მას მსგავსი შინაარსის საუბარი აღნიშნულ პირთან არ ქონია. დანელია მათი საუბრის სრულიად სხვა შინაარს ყვება და აცხადებს, რომ ბაადურ რაფავა მისი პაციენტი იყო, კბილის პროთეზი გაუკეთა და 2 წლის წინ, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა, სწორედ კონსულტაციისთვის იყო მასთან მისული აღნიშნული პიროვნება.
„ჩანაწერი არის ერთმანეთს მიბმული, ეს ტექსტი არის შეკერილი, რამდენიმე ქვეტექსტია შეკრებილი. რაზე მქონდა საუბარი და ის გახლდათ ჩემი პაციენტი, 15 წლის წინ მე მას გავუკეთე კბილების პროთეზირება, მან დაახლოებით 2 -2,5 წლის დამირეკა, თქვენთან კონსულტაციის სურვილი მაქვსო, ჩვენ ვისაუბრეთ პოლიკლინიკის წინ დაახლოებით 30-45 წუთი, ვისაუბრეთ სხვა თემებზეც, თხილის შეწამვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ვინაიდან ჩემი თანასოფლელი გახლდათ, მასთან ყოველთვის მქონდა ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ვინაიდან მე გავაანალიზე, რომ ტექსტი არაა ერთი, ის თითქოს ჩამალულია. ვაპირებ ჩემი უფლებებისთვის ბრძოლას.“- განაცხადა გია დანელიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდს პროკურატურაში საკრბეულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გია დანელიადაკითხეს, დანელია ფიგურირებს იმ სკანდალურ ჩანაწერში, რომელშიც საუბარია წინასაარჩევნოდ ადამიანების დაშინებაზე და ისეთ მძიმე დანაშაულზეც, როგორიცაა საარჩევნოდ ადამიანების გატაცება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიცია გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს, აღნიშნული კომენტარი გია დანელიამ სწორედ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






