იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ეუთო-ს ექსპერტებს შეხვდა, ამბობს, რომ ეუთო-ს ექსპერტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების დაცვასა და მის მიმდინარეობაზე ჰქონდათ კითხვები. მისივე თქმით, ექსპერტებს რეკომენდაციებზე არ უსაუბრიათ.
„შეხვედრის მიზანი იყო უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორ უნდა განხორციელდეს იმ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, რომელიც დაწესდა სპეციალურად უზენაესი სასამართლოს კანდიდატებისთვის, როგორ მოხდება კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების შემოწმების კუთხით, როგორ მოხდება კანდიდატების შემდგომი შეფასება და დასაბუთება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და სხვადასხვა პროცედურული ნაწილები, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახორციელებს უახლოესი დროის განმავლობაში. რეკომენდაციები ჩვენს მიმართ დღეს არ გაჟღერებულა, ვინაიდან, კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც დეტალურად არის პროცედურები გაწერილი. მათ ჰქონდათ კითხვები, მაგალითად, როგორ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტს და ეს არის სპეციალური წესი თუ ზოგადი ნორმები ვრცელდება",- ამბობს მიქაუტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






