წინასაარჩევნო ზეწოლა და სკოლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის - "ევროპული საქართველო" "ოცნებას" რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 14:10, 17 May, 2019     791

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც "ქართული ოცნების" მიერ სკოლებში წინაასარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ისაუბრა.

"15 მაისს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მთაწმინდის რაიონის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზება განახორციელა ძველი თბილისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსმა, რაც პირდაპირ ნიშნავს წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის უფროსის მიერ განხორციელდა შეტყობინებები პედაგოგების დასწრებასთან დაკავშირებით - პედაგოგების ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ. მეტიც, ისინი რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე გაუშვეს სკოლის დირექტორებმა, თუმცა პედაგოგებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მაჟორიტარ დეპუტატთან შესახვედრად მიიწვია სამინისტრომ.

ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში სკოლების გარკვეულ ნაწილთან დამატებითი კომუნიკაცია ჰქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს გიორგი ქოჩიშვილს.

ფაქტია, ხელისუფლება არ თმობს წინასაარჩევნო სტილს, რომელიც მთელი საქრთველოსთვის ,,კერზაიას საქმით” არის ცნობილი და გასაგებია რატომაა იგნორირებული, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მათ შორის, ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებული ფაქტებზე რეაგირების დროს დაშვებული გადაცდომებისთვის, აუდიტის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. არაერთგზის დადასტურებული ფაქტების მიხედვით, ეჭვგარეშეა, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის, როგორც საარჩევნო მანიპულაციებში კარგად დახელოვნებულისა და საიმედო კადრის, საარჩევნო ფუნქცია განათლების სამინისტროში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი შეხვედრა 16 მაისს გაიმართა ქალაქ ზესტაფონშიც, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ.

ფაქტია, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მიღებული ტრაგიკული გამოცდილება არ აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის საკმარისი, დაესრულებინა სასკოლო საზოგადოების იძულებით გამოყენება წინასაარჩევნო მანიპულაციებში. შესაბამისად, რჩება ერთადერთი შესაძლებლობა - ამ კულტურის დამკვიდრება შემდეგი - ახალი ხელისუფლებისთვის უპირველეს ვალდებულებად იქცეს" - აღნიშნა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42