იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის ექსმინისტრის პარლამენტში მისვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თ მას გადააყენებენ, უსიტყვოდ წავა. ამ თემას ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე და სოციალურ ქსელში წერს:
„სერიიდან: აბა, შეხედეთ
მეო, ჯარისკაცი ვარო, იუსტიციის მინისტრი ამბობს და ამიტომო, პარლამენტში არ მივალ, როცა მინისტრობიდან წავალ-გამიშვებენო.
ამ ახალი კონსტიტუციით და რეგლამენტით, წესით და კანონით, იურიდიული და მორალური კანონებით მინისტრი სახელმწიფოს ჯარისკაცი უნდა იყოს და ეს ქ- ნი წულუკიანი პარტიის ჯარისკაცი ყოფილა, თანაც თვითონ ამბობს, „ოცნების“ მორჩილი ვარო.
ამ ქალბატონ მინისტრს ან ისევ კომუნისტყრი წყობა ჰგონია, პარტია და სახელმწიფო ერთი რომ იყო და ან ფრიად გამრუდებული წარმოდგენა ჰქონია მინისტრის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე.
და ეს და მისთანანი მმართავენ ქვეყანას!“
მასალის გამოყენების პირობები






