ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში კვლავ ხმაურია. სხდომაზე მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრები, რომლებიც რამდენიმე საკითხის დაყენებას აპირებდნენ თუმცა, მირანდა მესხმა ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სხდომა დაასრულა.
საქმე ეხება, გადასატან საარჩევნო ყუთებთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც ოპოზიციამ საოლქო კომისიას წარუდგინა თუმცა, თავმჯდომარემ მირანდა მესხმა არსებული მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
"150 საჩივარი, რომელიც ჩვენ მიერ არის დაწერილი, არ განიხილეს და აპელირება ახლა ქალბატონი მირანდა, რომ ჩვენ მოდი, ახლა ერთად შევისწავლოთ. წარმოვუდგინეთ მასალა, რომელიც ასევე, არ უნახავთ,. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საკითხს ვაყენებთ, მერე აყენებს საკითხს კენჭისყრაზე და „ქართული ოცნება“, რასაკვირველია, ხელს იწევს, რომ ეს საკითხი არ განიხილონ. ამიტომ, ქალბატონი მირანდა მესხი წარმომადგენს დაინტერესებულ მხარეს, არის „ქართული ოცნების“ მხრიდან დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ის პოლემიკა, რომელიც ჩვენ შორის დგება, აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოში არ არის მოქცეული, ვინაიდან, რეალურად, სიები გაბერილია, გადასატანი ყუთების სიებში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ და რეალურად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ხმა მისცენ" - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






