მას მცირედი სხვაობით მოსდევს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - 26%. მას მოჰყვება შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია - 25%.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად ახასიათებს 22%.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 18%-ისთვისაა პოზიტიური პოლიტიკური ფიგურა.
14%-ისთვის კი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
კვლევის მიხედვით საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახი კალაძე სარგებლობს - 31%.
გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.
გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სარგებლობს.
გამოკითხულთა 18% -ისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს დიდი გავლენით.
16% კი ირაკლი კობახიძეს აღიქვამს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.


მასალის გამოყენების პირობები






