"ზუგდიდში ყველა მონაცემებით გიორგი შენგელია იმარჯვებს, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებზე გადადის" - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 11:20, 17 May, 2019     562

ზუგდიდში ყველა წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ, ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მისივე განმარტებით, ოცნების კანდიდატი კვლევების თანახმად პირველივე ტურში იმარჯვებს.

„არჩევნებამდე დარჩა 2 დღე და ხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ შუალედურ არჩევნებზე არის შერჩეული ზუგდიდი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან შეხვედრებისა და კარდაკარის მიხედვით, ჩვენს კანდიდატს გეგა შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით ზუსტად ანალოგიური მონაცემი აქვთ ნაციონალურ მოძრაობასაც თავის კვლევებში და სწორედ ამიტომ მათ ოფისში, მათ საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემი რომ გიორგი შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ, გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ მათ კანდიდატს აქვს რეალურად მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციების მოსაწყობად ზუგდიდში ჩამოყვანილი ყავს სხვადასახვა რეგიონებიდან აქტივისტები, რომელთა მოვალეობაც ზონდერობა იქნება:

,,ეს არ არის ყველაფერი, ნაციონალურ მოძრაობას ყავს მობილიზებული ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა, ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალების სტატუსით, და აი ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს.

ამას ადასტურებს ის რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა და ისინი ფაქტიურად პირდაპირ მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობის და დესტაბილიზაციისკენ, წინასწარ აცხადებენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიში. რეალურად მათი მიზანი არის პროცესის ჩაშლა და ისინი გადადიან პროცესის ჩაშლის ტაქტიკაზე ვინაიდან მათაც აქვთ ხელთ მონაცემები რომლის მიხედვითაც გეგა შენგელია მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველი ტურში გაიმარჯვებს“.

შეგვიძლია გადავხედოთ მიმდინარე კამპანიას მონაცემებს მთელი ქვეყნის მაშტაბით რეალურად მაშინ, როდესაც ქართული ოცნება მშვიდ საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ მოქალაქეს პირისპირ ამ დროს , ქალაქში სადაც სიმშვიდეა და კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ თავისუფალ გარემოში რჩება არეულობის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილად არის არეულობა ნამდვილად არის აგრესია ეს არის ნაციონალური მოძრაობის ოფისი და მათი კამპანია" - განაცხადა თალაკვაძემ.

ის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს მიმართავს ზუგდიდის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ:

"ჩვენ გვსურს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და დიპლომატიურ კორპუსს რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთოთ შეფასებები, რომელიც გამორიცხავს საბოლოო ჯამში სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შეამცირებს იმ დაძაბულობას, რომელსაც ქმნის ნაციონალური მოძრაობა . კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი კამპანია მშვიდ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს ჩვენ გვაქვს საქმიანი პროგრამა და თითოეულ უბანში მუნიციპალიტეტის სოფლებში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას ვთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ სამართლიან გარემოში ჩატარდეს ჩვენ ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი რა თქმა უნდა თითოეულ შემთხვევას რაც მოხდება წითელი ხაზის გადაკვეთით, სადაც შესაძლოა დაირღვეს კანონი მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება" - აღნიშნა თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42