ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიები ქართულ პოლიციას - „ქართული პოლიციის წარმომადგენლები საზღვრის არღვევენ“
პოლიტიკა - 10:14, 17 May, 2019     1140

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 93-ე შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დააყენეს და შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა მოითხოვეს. შეხვედრაზე ისაუბრეს დავით ბაშარულის საკითხზეც.

ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს ოკუპირებულ რეგიონში გამოვლენილ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ჩვენი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას, ასევე მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და მათ მიმართ სამართლის აღსრულება. ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე, რაზეც პასუხი კვლავ არ იქნა მიღებული. გავაჟღერეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებული შემთხვევები“ - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ქართულ მხარესთან პრეტენზიები აქვს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის. დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი ამბობს, რომ ქართული პოლიცია ე.წ. საზღვარს კვეთს. მისივე თქმით, ირღვევა საჰაერო სივრცე, უპილოტო საფრენი აპარატებით.

„შეხვედრაზე, რომლის მიზანი ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტების განხილვაა, ჩვენ წამოვაყენეთ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი. მონაწილეებს ასევე ვაცნობეთ ქართული პოლიციის წარმომადგენლების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტების შესახებ. რაც შეეხება რუსული ვერტმფრენის საკითხს, რუსული ვერტმფრენები სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ და საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს გადმოდიან. ქართულმა მხარემ წამოაყენა ეს საკითხი, თუმცა არანაირი მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერები ან ფოტო მასალა არ წარმოუდგენია. ქართული მხარე არ არის თანახმა, განიხილოს სასაზღვრო ხაზის დადგენის საკითხი, მიუხედავად, იმისა რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ამას მოითხოვს“ - განაცხადა ეგორ კოჩიევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42