ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებისა და ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს იბარებს - მამუკა ბახტაძეს და თამარ ჟვანიას საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის შესაბამისად ელოდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა დასთანხმდა თამარ ჟვანია. ცესკოს თავმჯდომარემ დეპუტატების მოწოდებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„ჩვენი მთავარი შეკითხვა იქნება ის თუ რატომ არის საარჩევნო კომისია პასიური, რატომ არ რეაგირებს იგი დარღვევებზე და უფრო მეტიც, რატომ ხდება იგი ამ დარღვევების თანამონაწილე და რატომ გადაიქცა საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" დამატებად და მისი საარჩევნო შტატის წევრად,“- ამბობს რომან გოცირიძე.
ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა პარლამენტში მამუკა ბახტაძე. პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები






