სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამონათქვამს დისკრიმინაციულად აფასებს
პოლიტიკა - 20:47, 16 May, 2019     496

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალების - თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძის მისამართით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამაზ ფაცაციას გამონათქვამები არის სექსისტური შინაარსის, ვინაიდან აქვს სექსუალური კონოტაცია, მიზნად ისახავს პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას და მათ უქმნის არაჯანსაღ, უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს.

"იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული, სექსისტური და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამაკნინებელ სტერეოტიპებს. ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ, აორმაგებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმით გამოვლენის რისკს. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს თამაზ ფაცაციას, რომ თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპების დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობის და თანასწორობის საკითხებზე საკრებულოს წევრებისა თუ სხვა დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42