„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას“ - გრიგოლ ვაშაძის მიმართვა განმუხურის მასშტაბური შეკრების მონაწილეებს
პოლიტიკა - 19:33, 16 May, 2019     1236

განმუხურის მოსახლეობას გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი და სხვა ლიდერები შეხვდნენ. მრავალრიცხოვან საზოგადოებას სიტყვით ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიმართა.

მან თავდაპირველად ზუგდიდის მოსახლეობას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„უღრმესი მადლობა ზუგდიდს, უღმესი მადლობა სამეგრელოს იმ გმირობისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ, არ ვიქნებოდით დღეს იმ მდგომარეობაში, თქვენ რომ არ გქონდეთ ამდენი სიმამაცე და გამბედაობა. სამუდამო ვალში ვართ შენთან, ზუგდიდო, დიდი მადლობა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისი განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი 19 მაისის არჩევნებში აუცილებალდ გაიმარჯვებს ისევე, როგორც სხვა კანდიდატები დანარჩენ ქალაქებში:

„2013 წლის იანვარში ვინმეს რომ ეთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ძლიერი იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი შემოგვიერთდებოდა და შეიქმნებოდა გაერთიანებული ოპოზიცია, ბევრი არ დაიჯერებდა, მაგრამ სჯეროდა იმ ბრძოლისუნარიან უმცირესობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოიპოვო გამარჯვება. თქვენ ხართ ეგ ბძოლისუნარიანი უმცირესობა, რომელიც უმრავლესობად გადაიქეცით და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას, აუცილებლად გავიმარჯვებთ, არა შურისძიებისთვის, არა ანგარიშსწორებისთვის, არა საზოგადოების გაყოფისთვის, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ საქართველო დაეფუძნოს იმას, რაც ქართველისთვის არის ყველაზე მთავარი - კანონი, სამართალი, პატივისცემა, თანასწორობა, ერთიანობა, პროგრესი, ამის გარეშე ჩვენს სახელმწიფოს ვერ გადავარჩენთ და ეს გამარჯვება უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან. ერთად გავიმარჯვებთ ყველგან - ხულოშიც, მარნეულშიც, ზესტაფონშიც! ჩვენი კანდიდატი არის ქალბატონი სანდრა ელიზაბეტ რულოვსი, ამ ადამიანს შეეძლო, მოდების ჩვენებაზე ჟიურიში მჯდარიყო, ამის მაგივრად სკრინინგის პროგრამა დაიწყო საქართველოში და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. ამ ადამიანს შეეძლო, ევლო სიმღერების კონკურსებზე, ამის მაგივრად საავადმყოფოში, მედდად მუშაობდა იმიტომ, რომ ეს მისი სამშობლოა და ამ სამშობლოზე მეტად არაფერი უყვარს, განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ ეძახის და სამეგრელოს და საქართველოს ბიზნესპროექტად თვლის, ჩემოდნებს ტენიან ფულით, რომ აითესონ აქედან, რაც შეიძლება სწრაფად. გავიმარჯვებთ აუცილებლად, გაუმარჯოს ჩვენს კანდიდატებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42