„ზუგდიდში მონებს არ ირჩევენ, ზუგდიდში მერს ირჩევენ... 19 მაისს დასრულდება ივანიშვილი საქართველოში“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 19:18, 16 May, 2019     1305

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და ოპოზიციის სხვა ლიდერები განმუხურში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

შეკრებილებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერემა და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ მიმართა. მისი განცხადებით, 19 მაისს ზუგდიდიში ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს და სწორედ აქედან დაიწყება საქართველოს გამარჯვება.

„ერთი წლის განმავლობაში მეორედ მიწევს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და მსურს შეგახსენოთ ერთი წლის წინანდელი პერიოდი, საპრეზიდენტო არჩევნებ, გახსოვთ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომლის სახელწოდებაც არის „ძალა ერთობაშია“ და ეს სახელი არ არის შემთხვევით შერჩეული, ძალა სწორედ რომ ერთობაშია და ეს ჩვენ ამ არჩევნებში დავამტკიცეთ, გავიმარჯვეთ საპრეზიდენტო არჩევნებში - მილიონამდე ხმა ავიღეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი მოიპარა, მაგრამ დღეს ჩვენ კვლავ ერთად ვდგავართ და გაერთიანებული ოპოზიცია გაძლიერებულია არა დამატებითი პარტიებით, არამედ, გაძლიერებულია ერთობით ხალხთან, დღეს ჩვენ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა, 19 მაისის მერის არჩევნებში ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის თავგასულობა საბოლოოდ დასრულდება და ის თქვენს ხმებს ვერ მოიპარავს. მთავარია თითოეული თქვენთაგანი დაირაზმოს და არჩევნების დღეს მშვიდად მისცეს ხმა იმ კანდიდატს, ვისაც მხარს უჭერს და მე გეტყვით, ზუგდიდი მხარს უჭერს სანდრას. ეს არჩევანი ზუგდიდმა უკვე გააკეთა“, - განაცხადა ქარდავამ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ხალხის მხარდაჭერით გაძლიერდა.

„ბევრს არ ვისაუბრებ, როგორც ზუგდიდელი და ზუგდიდის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს აუცილებლად გავიხსენებ: ამ ქალაქში შეურაცხყოფაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ მათ შეგნებაზე მეტყველებს, საუბარი იმაზე, ვინ უნდა აირჩიოს ზუგდიდმა - ზუგდიდელი თუ არაზუგდიდელი, ერთი რამ ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მონა კანდიდატმა, რომ ზუგდიდში მონებს არ ირჩევენ, ზუგდიდში მერს ირჩევენ, ზუგდიდელობის ცნობას სამშობიარო არ იძლევა, ზუგდიდელი უნდა იყო სულით, გულით და უნდა გტკიოდეს ის დანგრეული ქუჩები,რ ასაც თითოეული ჩვენთაგანი წლების განმავლობაში ხედავს ზუგდიდში. უნდა გტკიოდეს ის, რომ სოფლებში ყოველ მეორე სახლს აწერია - „იყიდება“, უნდა გტკიოდეს, რომ სოფლები დაცლილია და ქალაქი ზუგდიდი დაცლილია. ამ შემთხვევაში ხარ ზუგდიდელი და როცა გსურს ემსახურო ზუგდიდს და არა - ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია, თქვენი ძალისხმევით და მხარდაჭერით, გაძლიერებული ერთობა, წარმოგიდგინეთ ძალიან ძლიერი კანდიდატი, რომელიც სთავაზობს ზუგდიდს ევროპულ განვითარებას, რომელიც სთავაზობს ზუგდიდს, იყოს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც სთავაზობს ზუგდიდს, იყოს მდიდარი, შეძლებული ადამიანების ქალაქი, თავისი დიდი პორტით, რომელსაც საქართველოს ერთიანობისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ზუგდიდი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს იმის გამო, რასაც ხედავს ზუგდიდის ქუჩებში, როგორ იქცევიან ვიღაც ვიგინდარები, ბიძინას ფულით დაგეშილები, რომ ვითომ წარმოაჩინონ, ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილი სურთო. ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში არ სურდათ არასდროს, არ სურთ დღეს და არც მოისურვებენ იმიტომ, რომ 19 მაისს ზუგდიდი გააკეთებს თავის მკაფიო და მტკიცე არჩევანს, ეს არჩევანი იქნება სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად“, - აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბაჩუკი ქარდავამ მოსახლეობას 19 მაისს აქტიურობისკენ და არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა:

„სულ სამი დღე დარჩა 19 მაისამდე, ნურავინ დავრჩებით სახლში, ჩავკიდოთ ხელი ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, იცოდეთ, ერთი ხმაც გადამწყვეტია და ის, რა განწყობაც არის ზუგდიდში, რომ უდიდესი უმრავლესობა ქალბატონ სანდრას უჭერს მხარს, ამის იმედად ნუ ვიქნებით, გაიღეთ ის ერთი ხმა საქართველოს გადასარჩენად, ბიძინა ივანშვილის, ამ წურბელის და სახადის მოსაშორებლად იმიტომ, რომ გამარჯვება იწყება ზუგდიდიდან. 19 მაისს, მთელი საქართველო შემოჰყურებს ზუგდიდს, თქვენ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ დაასრულებთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას იმიტომ, რომ ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება“, - მიმართა ზუგდიდის მოსახლეობას ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42