„პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ“ - ცოტნე გამსახურდიას პასუხი ივანიშილს
პოლიტიკა - 18:33, 16 May, 2019     3387

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია გუშნ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენმებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„ვფიცავ ყველაფერს ცასა თუ მიწაზე, არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი. ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს ისტორია იცავს და მე, ამ სიტყვების ავტორი, სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებ.


არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუს-ის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.


შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ "ზვიადისტებთან" ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს.

ახლა, რაც შეეხება თავად სანდრა რულოვსს. მის წინააღმდეგ ზუგდიდის არჩევნებში იხსენებენ მის მიერ 20 წლის უკან დაწერილ არაადეკვატურ პასაჟს ზვიად გამსახურდიას შესახებ. იგი რამდენიმეჯერ დამიკავშირდა ამ ფრაზასა და მის ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და დიდი წუხილი თუ არაერთი ბოდიში მომისმენია მისგან ამ სიტყვების გამო. მიუხედავად ამისა, მე მასთან ძალიან დისტანციური და ოფიციალური დამოკიდებულება მაქვს და არასდროს მიხსენებია მისი ამ ნაბიჯების შესახებ, რადგან, როგორც ვთქვი ზემოთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პოლიტიკურ პერიპეტიებში ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებისა ვინმეს სასარგებლოდ. ამიტომ ამ თემაზე არ მისაუბრია სამეგრელოს არჩევნების კონტექსტში, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება იქნება მხოლოდ ბიძინეს კიდევ ერთი მონის გამდიდრების შანსი და ნულოვანი პერსპეტივა ზუგდიდელებისთვის. ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუსის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის. თუმც ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა...

აღარ ჩამოვთვლი გუშინ ამ ტრაგიკომედიაში მონაწილე პირებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი. რეალურმა გულშემატკივრებმა სჯობს ყურადღება გაამახვილონ, როგორ ჯიუტად აფარებს ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მონაწილეებს ივანიშვილის ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ ის მცირე დათბობა და ძვრები, რასაც ჩვენ პროკურატურაში 14 დღიანი შიმშილობით მივაღწიეთ, ისევ განულებულია და სისტემა კვლავ აგრძელებს ჩვენს მოტყუებას და საქმის ჩაფარცხვის მცდელობებს. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ. იმდენად ძვირის, რომ "რასიისკი კრედიტის" ფული არ ეყოფათ!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42