“სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად” – ქალთა მოძრაობის განცხადება
პოლიტიკა - 17:10, 16 May, 2019     985

„სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად” – ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს:

"ქალთა მოძრაობა ვაკვირდებით ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს და ვხედავთ მერობის კანდიდატის – სანდრა რულოვსის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას.

მიგვაჩნია, რომ სანდრა რულოვსის უფლება – კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მაშ შორის, გენდერული ნიშნით. შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს: მშვიდობიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები მათ უწოდებდნენ „ნასედკებს და ბოზებს.“

დღემდე ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა მათი იდენტიფიცირება ადვილია. ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტერებს, სადაც სანდრა გამოსახულია საცვლებით; მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ.

ოპონენტები ცდილობენ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“გამო.

ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეისბუქზე სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სანდრა რულოვსი წლების განმავლობაში ახერხებდა უფასო სკრინინგის პროგრამების შეთავაზებას ქალებისათვის, ის საკუთარი ინიციატივით შეხვდა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილა ზუგდიდში მცხოვრები ქალების პრობლემები და გაეთვალისწინებინა საარჩევნო პროგრამაში. ქალთა მოძრაობა მიესალმება პოლიტიკოსების დაინტერესებულობას ქალთა საკითხების მიმართ და მიაჩნია, რომ ეს არის ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი.

2017 წლის კონსტიტუციური შესწორების შემდეგ მუხლი 11 აცხადებს:

„სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.

მიუხედავად ამ ხმამაღალი განაცხადისა, რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის დაცვას; მისი და მისი მხარდამჭერების ფიზიკური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის; მათ სდევნიან და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარცხყოფას, სახელმწიფო სტრუქტურები კი ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის უფლებების ეფექტურ დაცვას.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

– უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება,

– თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისაგან;

– შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას

– „ქართულ ოცნებას“ სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხოს თამაზ ფაცაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42