"ნაციონალური მოძრაობა გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე“ - ირაკლი ჩიქოვანი
პოლიტიკა - 16:14, 16 May, 2019     941

,,ნაციონალური მოძრაობა გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები,"- ამის შესახებ გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანვა ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა რომ ენმ ცდილობს სრული დისკრედიტაცია მოახდინოს საარჩევნო პროცესის. ,,კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას, დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე ჩვენს გამარჯვებამდე, რომ გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება გეგა შენგელიას და ქართული ოცნების. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და ნაციონალური მოძრაობა არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში.

მივმართავ ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს. სამართალდამცველები მაზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება ის. ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს წარმოაჩინოს.

შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ჩვენ ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნო დღისთვის, გვაქვს ყველა წინისწარი მონაცემი, რომ გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მომხრეები იქნებიან მობილიზებული იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი,მათგან გვაქვს უკვე თანხმობა რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე, მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს იმას რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რატა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბნებზე მოხდეს. ასევე მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა შიგნით კომისის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე გამოიყენონ ყველა პროცედურა და პროცედურის მიხედვით ჩაატარონ საარჩევნო დღე. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას,"- განაცხადა ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42