ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ დააკმაყოფილა მან ოპოზიციის მოთხოვნები.
ოპოზიციის წარმომადგენლები ვიდეომტკიცებულების ჩვენებას ითხოვდნენ, რომელშიც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კონკრეტულ პირებს სახლში ჰქონდათ. მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება ეს საკითხი განხილვაზე დამდგარიყო.
„წერილობით შემოიტანა განცხადება „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულმა კომისიის წევრმა და ნახეთ, როგორ კითხულობდა ამ ტექსტს და იყო თუ არა მისი ნაწერი. ნახეთ, როგორი ბუნდოვანი შინაარსი გადმოსცა. ეს მასალა, რაც წარმოადგენს, არის სუბიექტების მხრიდან წარმოდგენილი, კომისიის წევრს კი არ წარმოუდგენია ეს მასალა. კანონის შესაბამისად ეყარა კენჭი დამატებას. მე მაგას რომ არ განხვიხილავ, ეს არ არის თემა. კენჭისყრით არის ორი საკითხი. წევრს აქვს დამატებით მოთხოვნის საშუალება, ეყარა კენჭი საკითხს, გადაწყდა საკითხი და დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი იქნა გატანილი სხდომაზე,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.
მირანდა მესხმა ოპოზიციის ბრალდებებს ცრუ ინფორმაცია უწოდა.
„მოწოდებული იყი 294 კაციანი სია და დამტკიცდა 139 კაციანი სია, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სპეცსიის საშუალებით. უბანს მივამაგრეთ ეს ადამიანები წინა სხდომაზე. განისაზღვრა ის საარჩევნო უბანი. არანაირი კანონდარღვევა არ არის, სპეცსიაა. ის კატეგორიაა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს რეგისტრაციის ადგილის შესაბამისად,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.
მასალის გამოყენების პირობები






