19 მაისის შუალედური არჩევნები და ზუგდიდში განვითარებული მოვლენები - მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა:
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რომ ტემპერატურა არის მაღალი პოლიტიკური და მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ოპოზიციაც ასევე იმიტომ რომ ვხედავთ, რომ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ოპოზიციაც უნდა შეეცადოს რომ ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, არ ჰქონდეს ადგილი ერთმანეთთან დაპირისპირებას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს უკვე ქვეყნის იმიჯზე აისახება შემდეგ. ამიტომ ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას კანონი. თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს ამას ექნება შესაბამისი რეაგირება,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






